მძღოლებს გორში პარკირების საფასურის გადახდა აპარატებიდანაც შეეძლებათ

ოქტომბერი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მძღოლებს პარკირების საფასურის გადახდა "ფეიბოქსების" საშუალებით შეეძლებათ, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბაჩანა გვიანიშვილმა გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" განაცხადა.

"ამ დროისთვის, ეს პროგრამა თი-ბი-სი ბანკის გადახდის აპარატებში უკვე ჩატვირთულია და ეტაპობრივად სხვა აპარატებშიც ჩაიტვირთება. მძღოლებმა აპარატთან მისვლისას, უნდა აირჩიონ ტრანსპორტის განყოფილება, სადაც გამოჩნდება ჩამონათვალი. მათ შეეძლებათ, სურვილისამებრ, აირჩიონ მათთვის მისაღები და სასურველი პაკეტი, იქნება ეს ერთ-დღიანი პარკირების საფასური, ერთ-კვირიანი თუ ასე შემდეგ", - განაცხდა გვიანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გორში პარკირების სისტემა 10 დღის წინ ამოქმედდა. გორელ მძღოლებს ამის შესახებ, კეთილმოწყობის სააგენტოს ინსპექტორები საინფორმაციო ფლაერების მეშვეობით, ერთი თვის განმავლობაში გააფრთხილებენ.

Read 215 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 11 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი