გორის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები მივლინებით საირმეში იმყოფებიან

ოქტომბერი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები საირმედან გორში ხვალ დაბრუნდებიან.

სამი დღის განმავლობაში, საკრებულოს აპარატის უფროსი, ზაზა ნასყიდაშვილი, ფრაქციის "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე მიშა გოგინაშვილი, მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი და მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ლექსო თარხნიშვილი ამჟამად სამ დღიან ტრენინგს ესწრებიან, რომელიც მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას ეხება.

"შეხვედრაზე განვიხილავთ მოქალაქეების ჩართულობას მუნიციპალიტეტის მმართველობაში. მივლინებით ვართ წამოსული , ტრენინგი სამ დღიანია და ხვალ უკვე დავბრუნდებით" , - აღნიშნა საკრებულოს წევრმა მიშა გოგინაშვიმა

Read 450 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 09 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი