უნივერსიტეტის პიარსამსახური: რექტორს ფეისბუქ გვერდი გაუტეხეს

ოქტომბერი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რექტორისთვის საპატიო დიცელისთვის წოდების მინიჭების შესახებ, უნივერსიტეტის პიარსამსახური ეხმაურება.

ანა იმნაძის განმარტებით პოსტი, რომელიც სოსიაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა რექტორს არ ეკუთვნის და ავტორი მათთვის ჯერჯერობით უცნობი პირია. მისი თქმით, რექტორს სოციალური ქსელი გაუტეხეს და სავარაუდოდ აღნიშნული პოსტიც ამ ფაქტის შემდეგ გამოქვეყნდა.

"მას შემდეგ რაც, რექტორს ფეისბუქი გაუტეხეს, გამოქვეყნდა ეს პოსტი, სავარაუდოდ დიცის საპატიო წოდებაზეც ინფორმაცია, ჩვენთვის უცნობმა  პირ(ებ) მა გამოაქვეყნა. რაც შეეხება ჯილდოს, მსგავსი არაფერი არსებობს არც მუნიციპალიტეტში და არც უნივერსიტეტში", - განმარტავენ პიარსამსახურში

პიარსამსახურის განმარტების ამ ფაქტის შემდეგ გიორგი სოსიაშვილმა სოციალური ქსელი გააუქმა.

 

 

ამავე თემაზე: გორის უნივერსიტეტის რექტორი: დიცის საპატიო მოქალაქე გავხდი

Read 423 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 09 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი