Print this page

გორის უნივერსიტეტის რექტორი: დიცის საპატიო მოქალაქე გავხდი

ოქტომბერი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი საკუთარ ფეისბუქ გვერძე მისი დაჯილდოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მიმნიჭებელ კომისიას მიმართავს.

"არასოდეს არაფერი დამიწერია და არც ვინმე გამიკენწლავს... არაა ჩემი სტილი... მაგრამ სუნი რომ მოგიღიტინებს არ შეიძლება გაჩუმება", - წერს გიორგი სოსიაშვილი

ამავე პოსტის მიხედვით რექტორს დიცის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს, თუმცა სოსიაშვილი არ აკონკრეტებს , ვისგან მიიღო ეს ჯილდო და რისთვის. გიორგი სოსიაშვილი ფეისბუქ პოსტში ორ თანამშრომელს ახსენებს და ამბობს , რომ სწორედ ელდარ მამისთვალიშვილი და ოთარ ჯანელიძე ფიგურირებენ იმ წარმატებაში, რომრლსაც ამჯერად მიაღწია.

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა თუ რა დამსახურებით და ვისგან მიიღო, გორის მუნიციპალიტეტში არარსებული წოდება უნივერსიტეტის რექტორმა. გორის მერიაში ამბობენ , რომ მსგავს წოდებას მუნიციპალიტეტი არ გასცემს და მერია მხოლოდ საპატიო გორელს გამოავლენს, ქალაქის სახალხო დღესასწაულზე.

რაც შეეხება მამისთვალიშვილს და ჯანელიძეს, ერთი ამბობს , რომ სოსიაშვილს ეს ჯილდო თბილისმა მიანიჭა, მეორის განმარტებით კი აღნიშნული თემა გასაჯაროებას არ საჭიროებს. თავად გიორგი სოსიაშვილს ამ ეტაპზე ფეისბუქ გვერდი დეაქტივირებული აქვს და ტელეფონიც მიუწვდომელია. უნივერსიტეტის პიარსამსახურის განმარტებით, აღნიშნული პოსტის ავტორი სოსიაშვილი არ არის და ფეისბუქის გვერდი რექტორს ამ დროისთვის გაუქმებული აქვს.

Read 644 times