Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი 2019 14:21

გორის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვი მოიწამლა - მოზარდი საავადმყოფოშია

Rate this item
(0 votes)

გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მოსწავლე სავარაუდოდ ბუფეტში ნაყიდი ჰამბურგერით მოიწამლა. ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სკოლიდან მიაწოდეს.

 "ვესაუბრე ბავშვს და მხოლოდ ღვეზელი ჰქონდა ნაჭამი, რომელიც დღეს, სკოლის ბუფეტში შეიძინა. შემდეგ, გავესაუბრე გამყიდველსაც და თქვა, რომ   აღნიშნული საკვები დღეს, სხვა ბავშვებმაც შეიძინეს და საერთო ჯამში ასი ცალი გავყიდეო. ბავშვი წაიყვანეს ჯერ ჰოსპიტალში, შემდეგ გადაიყვანეს "იავნანაში". გავაყოლე დამრიგებელი და უკვე მშობელიც მივიდა. ჯერჯერობით ჩვენც ახლა ვარკვევთ მისი მოწავლის გამომწვევ მიზეზებს", - გვითხრა სკოლის დირექტორმა. 

არსებული ინფორმაციით, 11 წლის მოზარდი ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება და საჭირო მკურნალობა უტარდება.  მოსწავლეები ამბობენ, რომ ბუფეტში საკვები პროდუქტი დახლზეა გამოტანილი. მსგავსი ფაქტი კი - სკოლაში წელს უკვე მეორე შემთხვევაა. 

Read 1197 times Last modified on ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი 2019 14:35