ხვალიდან "კომუნისტური პარტია" გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით, აქციებს იწყებს

ოქტომბერი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით „კომუნისტები“ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

პირველი გამოსვლა ხვალისთვის იგეგმება. ამ ფორმით „ერთიანი კომუნისტური პარტია", ასევე ორგანიზაცია „მეგობრობა და სამართლიანობა“ გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას მოითხოვენ.მათი ინფორმაციით აქციები აღნიშნული მოთხოვნით სისტემატურ ხასიათს მიიღებს.

"ჩვენი სურვილია, ძეგლი დაბრუნდეს მის პირვანდელ ადგილზე - გორის ცენტრალურ მოედანზე, მაგრამ ეს ძალზე რთულად მისაღწევია და ამიტომ, როგორც მინიმუმ, სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას მისი მუზეუმის მიმდებარე სკვერში, სადაც რამდენიმე წლის წინ ძეგლის დასადგმელად პიედესტალი გაამზადეს“, - აღნიშნა "ერთიანი კომუნისტური პარტიის" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ლურსმანაშვილმა.

Read 1188 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი