გორის გასასვლელთან ავტობანზე, მამაკაცს ორი ავტომანქანა დაეჯახა

ოქტომბერი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ძლიერი წვიმის დროს, 40 წლამდე მამაკაცი გუშინ ავტობანზე გარდაცვლილი იპოვნეს.

 

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ის გორიდან თბილისის მიმართულებით ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ჯერ ერთი, რამდენიმე წამში კი მეორე მანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხედრო პირი იყო და სოფელ სვენეთში ცხოვრობდა.

შსს გამოძიებას 276 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით აწარმოებს, რაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Read 3566 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი