მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა გორში არ იგეგმება

ოქტომბერი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელ მასწავლებლებს რაიმე ღონისძიებით პროფესიულ დღეს გორის მერია და განათლების სამინისტრო არ მიულოცავს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აღნიშნული თარიღის შესახებ იციან, თუმცა ამ დღესთან დაკავშირებით რაიმე სახის აქტივობა დაგეგმილი არ აქვთ. გორის მუნიციპალიტეტში სულ 2300 -მდე პედაგოგია.

რამდენიმე წლის განმავლობაში 5 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საზეიმო მიღებას აწყობდა, სადაც დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მიწვეულ 100-მდე მასწავლებელს მასპინძლობდა. წელს კი გორელი პედაგოგებისთვის ღონისძიებები არც ადგილზე და არც სხვა ქალაქში არ ეწყობა.

ეს დღე, 100-მდე ქვეყანაში აღინიშნება, მთავარი მიზანი კი მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდაა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

5 ოქტომბერი მასწავლებელთა მსოფლიო დღედ იუნესკომ გამოაცხადა 1994 წელს, რადგან 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია ,,მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ – ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.

Read 219 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი