Back to Top
პარასკევი, 04 ოქტომბერი 2019 14:49

მოძრობა "ლელოს"წარმომადგენლები გორის დემოკრატიის სკოლაში შეხვედრას გამართავენ

Rate this item
(0 votes)

EECMD და საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" 7 ოქტომბერს, ორშაბათს, 12:00 საათზე, აწყობს შეხვედრას გორის დემოკრატიის სკოლის ოფისში, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლები და წევრები, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს გააცნობენ მოძრაობის მიზნებსა და უახლოეს გეგმებს.

ასევე, იმსჯელებენ ადგილობრივ პრობლემებზე და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავენ მათი გადაჭრის გზებს.

"შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის და გაიმართება დიალოგის ფორმატში, რა დროსაც საშუალება გექნებათ „ლელო“-ს წარმომადგენლებს დაუსვათ კითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე" , - ახადებენ ორგანიზატორები.

EECMD-ის წარმომადგენლების თქმით, მათი ინიციატივით აღნიშნული ფორმატის შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა. სხვადასხვა დროს დემოკრატიის სკოლებში საზოგადოებასთან შეხვედრები გამართეს, როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებმა, ასევე სამოქალაქო მოძრაობების ლიდერებმა.

"პოლიტიკურ პარტიებსა თუ სამოქალაქო მოძრაობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნაკლებია თემატური დისკუსიის და იდეათა ურთიერთგაცვლის ფორმატები. ამ სახის შეხვედრების ერთ-ერთი ამოცანა სწორედ მსგავსი თანამშრომლობის ფორმატის შექმნასა და წარმართვის ხელშეწყობაში მდგომარეობს, სადაც პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო მოძრაობები და მოქალაქეები ჩაერთვებიან პოლიტიკის შესახებ დისკუსიაში. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძელვათ უშუალოდ პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებისაგან გაიგონ მთავარი პოლიტიკური აქტორების ხედვები და გეგმები", - აცხადებენ დემოკრატიის სკოლაში.

Read 259 times