Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2019 16:22

13 სინი, დანების 8 კომპლექტი - რას ყიდულობს ბაღების სააგენტო რეზერვისთვის

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ჭურჭლის შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 12 173 ლარია.

სხვადასხვა სახის ჭურჭელი გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში განაწილდება. მიწოდების მისამართებიც შესაბამისად არის გათვალისწინებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

აღსანიშნავია, რომ მისამართებს შორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ოფისიცაა, რომელიც სტალინის N16-შია. 13 სინი, დანების 8 კომპლექტი, 8 საჭრელი დაფა და 5 ტაფა - ამ რაოდენობის ჭურჭელს გამარჯვებული კომპანია სააგენტოში მიიტანს.

როგორც სააგენტოს მენეჯერი, ლია კოვზიაშვილი განმარტავს, ეს რაოდენობა რეზერვისთვისაა.

"სააგენტოში ამ ჭურჭლის გამოყენებას არ ვაპირებთ, რეზერვისთვის დავიტოვთ. უცებ რომ ვინმეს დასჭირდეს დანების 1 კომპლექტი, ხელახალ ტენდერს ხომ არ გამოვაცხადებთ?" - განმარტავს კოვზიაშვილი.

გარდა აღნიშნული ჭურჭლისა, ბაღებში ახალ კონტეინერებს და ნაგვის ურნებსაც შეიტანენ.

Read 632 times