Print this page

დევნილი მუნიციპალიტეტებისათვის 9.3 მლნ ლარის ოდენობით სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა

ოქტომბერი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
ერედვის, თიღვის, ქურთის, ახალგორის და აჟარის მუნიციპალიტეტებისათვის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია სპეციალური ტრანსფერი 9.3 მლნ ლარის ოდენობით.

მთავრობის ინფორმაციით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის სახით მისაღები შემოსავლები პროგნოზირებულია 1 016.5 მლნ ლარის (დღგ-ის 19%) ოდენობით. 2019 წელთან შედარებით დღგ-ის სახით მისაღები შემოსავლები გაზრდილი 70.0 მლნ ლარამდე, ხოლო გადასახადების სახით, ჯამში მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკებისათვის გათვალისწინებულია 145.0 მლნ ლარით მეტს მიიღებენ 2019 წელთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მუნიციპალიტეტებს ემატებათ მრავალი დელეგირებული უფლებამოსილება, მიზნობრივი დაფინანსება დელეგირებული უფლებამოსილებებისათვის არ იზრდება და განსაზღვრულია 12.0 მლნ ლარით (2019 წელს 11.8 მლნ ლარი).

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

 
 
 
 
Read 144 times