Back to Top
ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019 11:22

სოფელ ერგნეთში რიტუალების სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

Rate this item
(0 votes)

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, რიტუალების სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. 

სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით რიტუალების სახლს კაპიტალური რემონტი და რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 23`280 ლარია.

გამარჯვებულმა კომპანიამ შენობის რემონტი, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შეასრულოს. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მიმდინარე წლის მარტშიც გამოცხადდა, მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოებისთვის 14 368 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.

 

Read 195 times Last modified on ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019 11:30