გორში ავარიის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა -14 წლისას ორივე ხელი მოტეხილი აქვს

ოქტომბერი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავარიის შედეგად დაშავებული 4 პაციენტია შეყვანილი ,,გორმედში", - აცნობეს კლინიკიდან რადიო "მოზაიკას".

"გორმედის" ცნობით, გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ 14, 20, 23 და 27 წლის ახალგაზრდები.

"ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძირითადად, სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაჟეჟილობები აღენიშნებათ, 14 წლის ბიჭს კი, ორივე ხელის მოტეხილობაც", - უთხრეს რადიო "მოზაიკას".

ინფორმაციისთვის, კაფე "მერცხალთან" ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ -ის 276 მუხლის მიხედვით დაიწყო.

Read 1946 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი