Print this page

საკრებულომ დახმარების მსურველთა განცხადებები მერიას უკან გადაუგზავნა

ოქტომბერი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკრებულოს კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა სეტყვით დაზარალებული მოქალაქეების განცხადებები განიხილეს. აღნიშნული პიროვნებები მერიას სთხოვენ ქონების გადასახადიდან გათავისუფლებას.

კომისიამ საკითხს მხარი არ დაუჭირა და მერიას შესასწავლად უკან გადაუგზავნა.

"დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი. დაგვიანებულია დასკვნები, ამას თავისი დრო აქვს, ეს კი - ერთ თვიანი დაგვიანებით არის წარმოდგენილი. ამიტომ საკითხი   დავუბრუნეთ მერიას შესასწავლად", - ამბობს მიშა გოგინაშვილი

საკითხზე დეპუტატებმა ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

Read 186 times