ზემო ხვითის სკოლა გაფართოების მიზნით რიტუალების სახლის გადაცემას ითხოვს

ოქტომბერი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ზემო ხვითის საჯარო სკოლას სურს, რომ სასწავლო პროცესისთვის რიტუალების სახლი გამოიყენოს. 

ეს საკითხი ამჟამად გორის საკრებულოს დღის წესრიგში დგას. დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში, ხვითის რიტუალების სახლი სარგებლობის უფლებით სკოლის ადმინისტრაციას გადაეცემა. 

ამის შესახებ გორის საკრებულოში, ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიაზე იმსჯელეს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რიტუალების სახლში სკოლის ოთახები უნდა განთავსდეს.

სკოლას არა აქვს სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, რესურს-ოთახი და დირექტორის სამუშაო კაბინეტი.

"სკოლა პატარაა და ორი ცვლაში უწევთ მოსწავლეებს სწავლა, ამიტომ ვაძლევთ სარგებლობის უფლებით, რომ კლასები დაემატოს. ერთი ღობე ჰყოფს ამ ორ შენობას, ჩავხსნით ამ ღობეს და ერთ ტერიტორიაზე იქნება", - მერაბ მელანაშვილი.

Read 155 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი