Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019 12:05

გორის ერთ-ერთ სკოლაში მშობლები პედაგოგის ჩაცმულობას აპროტესტებენ

Rate this item
(0 votes)

გორის ერთ-ერთ სკოლას მათემატიკის ახალი პედაგოგი ჰყავს. გაკვეთილებს ის უფროსკლასელებთან ატარებს.

ახალი მასწავლებლის გამოჩენამ მშობლების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია - მიზეზად კი მის ჩაცმულობას ასახელებენ.

მშობლები ამბობენ, რომ ახალი პედაგოგი მოსწავლეებთან გამომწვევად იცმევს და მოზარდებს საგანზე ფიქრის საშუალებას აკარგვინებს.

"მოიყვანეს მათემატიკის ახალი მასწავლებელი და ისეთი ჩაცმულობა აქვს, სკოლას რომ არ შეესაბამება. გადახეხილი ჯინსებით დადის, მთელი ფეხები უჩანს. დეკოლტე მაისურები აცვია და ასე შედის გაკვეთილზე, თან არა დაწყებით კლასებში, არამედ უფროსკლასელებთან. ასეთ სიტუაციაში ბავშვები გაკვეთილზე როგორ იფიქრებენ? დირექტორები ხომ უნდა ზრუნავდნენ ასეთ საკითხებზე, რაღაც შინაგანაწესი ხომ უნდა არსებობდეს", - აცხადებენ მშობლები.

ფოტო შერჩეულია თემატურად

Read 5176 times Last modified on სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019 14:44