Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019 15:22

რაგბის კლუბი "ჯიქი" გორის ბიუჯეტიდან 300 000 ლარით ფინანსდება

Rate this item
(0 votes)

გორის ბიუჯეტიდან რაგბის კლუბი "ჯიქი" 300 000 ლარით ფინანსდება, - აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, კლუბმა 250 000 ლარი უკვე მიიღო, 50 000 ლარს კი წლის ბოლომდე მიიღებს.

"მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების პროგრამიდან ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა კლუბის "ჯიქის" დაფინანსება 250 000 ლარით. ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარე წლის განმავლობაში კვლავ განხორციელდება "ჯიქის" დაფინანსება 50 000 ლარით", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კლუბი "გორი" 547.35 ლარით დაფინანსდა.

Read 566 times Last modified on ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019 15:29