გორის მერიამ გურამ პაპიტაშვილი 85-ე დაბადების დღეზე 1000 ლარით დააჯილდოვა

სექტემბერი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ძიუდოში დამსახურებული მწვრთნელი გურამ პაპიტაშვილი 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1000 ლარით დაჯილდოვდა, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წარადგინეს.

გურამ პაპიტაშვილს 85 წელი 15 აპრილს შეუსრულდა.

მწვრთნელობის კარიერა მან, 1952 წლიდან დაიწყო, როცა გორის უნივერსიტეტში სწავლისას კათედრაზე დატოვეს. პაპიტაშვილმა სტუდენტებთან მუშაობა დაიწყო. 1965 წელს კი, კოლეეგიის სხდომაზე საბჭოთა კავშირის სტუდენტთა ნაკრების ჩამოყალიბება გადაწყდა. კოლეეგიის მიერ არჩეულმა ხელმძღვანელმა გუნდის მწრთვნელობა გურამ პაპიტაშვილს გადააბარა.

წლების განმავლობაში, გურამ პაპიტაშვილმა არაერთი ჩემპიონი აღზარდა. 

ამავე თემაზე: მწვრთნელი, რომელმაც არაერთი ჩემპიონი გამოზარდა - გურამ პაპიტაშვილის ისტორია

Read 679 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი