229 მოხსენებითი ბარათი და 26 საჯარო ინფორმაცია - გორის საკრებულოს 9-თვიანი ანგარიში

სექტემბერი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომდევნო სხდომაზე ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის ანგარიშს განიხილავენ.

დოკუმენტი, რომელიც 11 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი, აქტივობებთან ერთად, დოკუმენტებთან დაკავშირებულ მონაცემებსაც შეიცავს.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საკრებულოს 12 სხდომა ჩატარდა. განხილული საკითხების რაოდენობამ 231 შეადგინა. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სულ გაცემულია 104 საკადრო, 209 სამივლინებო 69 საორგანიზაციო ბრძანება. მოხსენებითი ბარათების რაოდენობა 229-ით განისაზღვრა,  განცხადებების კი - 193-ით . ანგარიშის მიხედვით, 9 განცხადებას გაეცა პასუხი, 10-დღიანი ვადის გამოყენებით. დანარჩენს კი დაუყონბებლივ. მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ 26 განცხადება შევიდა.

საკრებულოს მიერ წარმოდგენილ მუშაობის ანგარიშს დეპუტატები 11 ოქტომბერს დაამტკიცებენ.

Read 149 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი