Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 29 სექტემბერი 2019 00:29

"შინდისის გმირები" დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნახეს

Rate this item
(0 votes)

საქართველოს კინოთეატრებში ფილმის "შინდისის გმირების"ჩვენება მიმდინარეობს.

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „შინდისის გმირები" რეჟისორმა დიტო ცინცაძემ დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით გადაიღო და ის შინდისის ბრძოლის გმირებს მიუძღვნა.

ფილმში, 2008 წლის ომის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­უ­ლ ეპი­ზოდში, რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გმი­რო­ბე­ბია ასა­ხუ­ლი.

2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს, უკან და­ხე­ვის ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მის შემ­დეგ, სო­ფელ შინ­დის­ში II ქვე­ი­თი ბრი­გა­დის სა­ინ­ჟინ­რო ოცე­ულ­სა და რუ­სე­თის 58-ე არ­მი­ის მო­ტომსრო­ლელ­თა ასე­ულს შო­რის მომ­ხდარ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში, ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბის გმი­რო­ბა და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა, რე­ჟი­სორ­მა დიტო ცინ­ცა­ძემ კინო-ეკ­რა­ნებ­ზე გა­ა­ცო­ცხლა.

 

"შინ­დი­სის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ედ­მონდ მი­ნაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­და და კინ­ძავ­და იმ დღე­ებ­ში მომ­ხდარ რე­ა­ლურ ამ­ბებს.

2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებას შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებთან ერთად,  დაესწრო.

ჩვენების დაწყებამდე კი ისინი შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.

Read 617 times