Print this page
პარასკევი, 27 სექტემბერი 2019 17:35

ფრაქცია "ძლიერი გორის" თავმჯდომარემ საკრებულოს კომისია დატოვა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სამანდატო საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისია ერთ - ერთმა წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ დატოვა, - ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ფრაქცია "ძლიერი გორის "თავმჯდომარე, ვასილისა ჯაბახიძე კომისიის დატოვების ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, ორი კომისიიდან დარჩა იქ, რომლის საკითხებიც უფრო საინტერესოა მისთვის.

"სამანდატო საპროცედურო ეთიკის საკითხთა კომისია დავტოვე, რადგან ვარჩიე ერთ კომისიაში ვყოფილიყავი და უფრო მეტად ჩავრთულიყავი მის მუშაობაში. დავრჩი ქონების მართვის კომისიაში, რადგან აქ გატანილი საკითხები მაინტერესებს საკრებულოს სხდომამდე ჩემი კოლეგები როგორ განიხილავენ", - ამბობს ვასილისა ჯაბახიძე.

ჯაბახიძის მიერ კომისიის დატოვების ფაქტს საკრებულოს თავმჯდომარე ეხმაურება. მისი თქმით, ჯაბახიძესთან პირადად ჰქონდა კომუნიკაცია, რა დროსაც საკრებულოს წევრმა კომისიის დატოვების მიზეზად დროის უქონლობა დაასახელა.

"ვასილისა იყო ორი კომისიის წევრი. როგორც ვიცით, ის მაგისტრატურაზე სწავლობს. ჰქონდა ჩემთან საუბარი და გადაწყვიტა, დაეტოვებინა ერთი კომისია, დროის უქონლობის გამო", - აღნიშნა დავით რაზმაძემ

რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ საკრებულოს თითოეული წევრი უნდა იყოს ერთი ან ორი კომისიის წევრი. ორზე მეტის ან ერთზე ნაკლების უფლება საკრებულოს წევრებს არ აქვთ.

Read 1002 times