Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 17 მარტი 2018 18:08

მეწარმეებისთვის ფინანსების მართვის თემებზე ტრენინგები გაიმართა

Rate this item
(0 votes)

(R)

დღეს გორში "ფინკა ბანკის" კლიენტებს ტრენინგი ჩაუტარდათ. მსგავსი სახის ტრენინგი, ქვეყნის მასშტაბით, 150-მდე მეწარმემ გაიარა. 

finkaaaaaaსაბანკო პროდუქტები, ბიზნესთან დაკავშირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები, გაცვლითი კურსი, ონლაინ სესხები, დაზღვევა და საპენსიო რეფორმა - ამ თემებზე „ფინკა ბანკის" გორის სერვის ცენტრში ტრენინგი იმ მეწარმეებისთვის გაიმართა, რომლებიც ბანკის მომსახურებით სარგებლობენ.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მარტო ფინანსური მომსახურება, არამედ მივცეთ მათ ცოდნა იმისთვის, რომ უკეთ დაგეგმონ საკუთარი ბიზნესი", - განაცხადა ზაალ ჟღარკავამ, "ფინკა ბანკის" გორის სერვის ცენტრის მენეჯერმა. 

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“ პროექტის „ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის“ ფარგლებში, "ფინკა ბანკის" მეწარმე კლიენტებისთვის გამართა.

 

treningiiii

 

"მსგავსი ტრენინგები, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მეწარმეებს ჰქონდეთ ინფორმაცია საბანკო სექტორში მომხდარ სიახლეებზე. ეს მათ საქმიანობის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარებათ", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ, "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელმა. 

 

 

banki

 

პროექტის ფარგლებში, შეხვედრები სხადასხვა ქალაქში ჩატარდა. დღევანდელი შეხვედრა რიგით მეექვსე იყო. საერთო ჯამში, უკვე 150-მდე მეწარმე გადამზადდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ აღნიშნულ პროექტს "ფინკა ბანკთან" და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.

 

 

 

Read 2402 times Last modified on შაბათი, 17 მარტი 2018 19:56