Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019 16:14

გორში, სამეფო ქუჩის რეაბილიტაციის პროექტირება დასასრულს უახლოვდება

Rate this item
(0 votes)

“სამეფო ქუჩის რეაბილიტაციის პროექტირება დასასრულს უახლოვდება“, - ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მთავარმა ინჟინერმა, გიორგი ჭყოიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კამერალური სამუშაოები მიმდინარეობს.

“სამეფო ქუჩის რეაბილიტაციის პროექტირება იყოფოდა ორ ეტაპად. ამ დროისთვის, მიმდინარეობს კამერალური სამუშაოები. ანუ უშუალოდ პროექტირება კომპიუტერში სპეციალური პროგრამების მეშვეობით, პროექტი თითქმის ბოლოშია გასული, თუმცა გვინდა გარკვეული დამატება შევიტანოთ ამ პროექტში და ამასთან დაკავშირებით დამკვეთთან უნდა შევთანხმდეთ, საუბარია მიწისქვეშა საკომუნიკაციო გვირაბზე, რომელიც გორში არასდროს გაკეთებულა, იმედია დამკვეთიცა და გორის მერიაც თანახმა იქნება“, - გვითხრა გიორგი ჭყოიძემ.

სამეფო ქუჩის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. ტენდერში კომპანიამ “პროჯექტ კომპანი“ გაიმარჯვა და ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის შედგენა 39 999 ლარად იკისრა. რაც შეეხება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს, შესაბამის ტენდერს მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის საბოლოოდ დასრულების შემდეგ გამოაცხადებს.

Read 482 times