ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში

მარტი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იმედოვნებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთს მალე შეუერთდება.

ამის შესახებ მან ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კონცერტზე გააკეთა.

"ვერ დავივიწყებთ, რომ რუსეთის წყალობით განთავსდა სამხედრო ბაზები აქ. ვლადიმერ პუტინის წყალობით მოხდა ქართული აგრესიის შეჩერება. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბედი პირდაპირაა დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე. იმედი მაქვს, მალე აღდგება ისტორიული ალანია. ჩვენ ერთი მთლიანი ქვეყანა ვართ.  მე, როგორც პრეზიდენტს და როგორც მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს რუსეთის შემადგენლობაში", - განაცხადა ბიბილოვმა 

Read 1535 times Last modified on Last modified on მარტი 16 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი