გორელმა ძიუდოისტებმა თურქეთიდან ოქროს 4 მედალი წამოიღეს

სექტემბერი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს თურქეთის ქალაქ ედირნეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში, სადაც მათ 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

გორელთა გუნდი თურქეთში გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტებით გახლდათ დაკომპლექტებული.

შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ:

გურამ გასიტაშვილი (60 კგ), არმაზ არჩუაძე (66 კგ), დავით კუდუხაშვილი (81 კგ) და ალეკო ნებიერიძე (90 კგ).

მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო (გურამ გასიტაშვილთან) ვალერი არხოზაშვილმა (60 კგ) და ეს უკანასკნელი შესაბამისად, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ბრინჯაოს პრიზიორები არიან:

დავით ეცადაშვილი (60) და თენგიზ დათაშვილი (81).

Read 1710 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი