Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019 17:04

გორში, უმრავლესობას ელექტროენერგიის გადასახადზე ნაგვის მოსაკრებლის მიბმა არ სურს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 52% ნაგვის მოსაკრებელს ყოველთვიურად იხდის. ამის შესახებ ორგანიზაცია "ქართლოსის" მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარ შედეგებშია ნათქვამი.

მიუხედავად ამისა, 46% ისთვის ნაგვის მოსაკრებლის მიბმა ელ .ენეგრიის გადასახადზე მიუღებელია.30% ისთვის კი ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო 8 % ისთვის კი ნაგვის გადასახადის გადახდა საერთოდ მიუღებელია. კვლევა რომელიც გორისმუნიციპალიტეტში ჩატარდა ქალაქის მასშტაბით ყველა დასახლებას და 6 სოფელს მოიცავს.ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით 18 წლიდან ზემოთ, ნარჩენების თემაზე სულ 400 მდე მოქალაქე გამოკითხეს.

წინასწარი შედეგების პრეზენტაცია დღეს გორის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა.

კვლევა განხორციელდა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

Read 668 times Last modified on ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019 20:00