ოკუპირებულ ცხინვალთან მდებარე ადმინისტრაციულ ერთეულს, მერის წარმომადგენელი აღარ ჰყავს

სექტემბერი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მერის წარმომადგენელმა ტირძნისის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამდებობა დატოვა.

ეს გადაწყვეტილება, როგორც რადიო "მოზაიკასთან" საუბარში განმარტა, გელა სამადაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

მის მოვალეობას კი დროებით ცირა კაიდარაშვილი ასრულებს.

მერიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუ ვინ ჩაანაცვლებს მერის უკვე ყოფილ წარმომადგენელს ტირძნისის თემში.

ტირძნისის ადმინისტრაციული ერთეული 5 სოფელს (ტირძნისი, მეღვრეკისი, ბროწლეთი. თერგვისი ერგნეთი) აერთიანებს, ყველა მათგანი ოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს მდებარეობს.

Read 239 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი