Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019 13:43

გორის მერია: სატვირთო სპეცტექნიკის დაზიანების გამო, შესაძლოა ნარჩენების გატანა შეფერხდეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია ნაგვის მანქანებისთვის 6 ცალ საბურავს ყიდულობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 780 ლარი დაიხარჯება.

შექმნილი პრობლემის შესაებ გორის მერიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა, სადაც იმ გარემოებებს ასაბუთებს, რითიც ამ შესყიდვის აუცილებლობაა განპირობებული.

მერიის განმარტებით, ნაგვის გასატან 3 სატვირთო სპეცტექნიკას საბურავები ერთდროულად დაუზიანდა.

"3 ერთეულ სატვირთო სპეცტექნიკას დაუზიანდა 6 ცალი საბურავი, ხოლო დროის უქონლობის გამო, შეუძლებელია პრობლების სხვა გზით მოგვარება. არ გვყავს სარეზერვო სხვა სატვირთო ავტომობილები. მწირი ბიუჯეტის გათვალისწინებით, ვერ შევძელით მისი მარაგის სახით წინასწარ შეძენა. თუ დროულად არ განხორციელდა შესყიდვა, შექმნილი ვითარება შეაფერხებს ავტოპარკის ფუნქციონირებას, სრულყოფილად ვერ განხორციელდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, რაც გამოიწვევს ანტისანიტარიას. შესყიდვის შემთხვევაში კი, პრობლემის მოგვარებას კვირა დასჭირდება", - წერს გორის მერია.

Read 566 times