Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019 15:47

გორის თეატრს 5 სხვადასხვა ფართის 15 წლით გასხვისება სურს

Rate this item
(0 votes)
გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს შენობაში და შენობის გარეთ არსებული უფუნქციო ტერიტორიების 15-წლიანი იჯარით გასხვისება სურს.
ელექტრონული აუქციონების ვებ-გვერდზე თეატრმა 5 განცხადება გამოაქვეყნა. იჯარით გადასაცემად შეთავაზებულია:
  • თეატრის სარდაფი - 120 კვადრატული მეტრი ფართობის, წლიურ საიჯარო თანხად განსაზღრულია 2 800 ლარი;
  • ასევე თეატრის სარდაფი - 58 კვადრატული მეტრი ფართობის, წლიურ საიჯარო თანხად განსაზღვრულია 1 400 ლარი;
  • თეატრის მოქმედი საქვაბის შენობის ნაწილი - წლიური ქირა 1 300 ლარი;
  • თეატრის ეზოში არსებული ყოფილი ავტოფარეხი - როგორც ცნობილია, შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში. წლიური ქირა 6 400 ლარია;
  • თეატრის ყოფილი სატრანსფორმატოროს შენობა - წლიური ქირა 1 870 ლარია.
როგორც ცნობილია, თითოეულ შემთხვევაში, მოიჯარემ ვალდებულება უნდა აიღოს, რომ ობიექტზე ჩაატაროს სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლომდე.
Read 582 times