Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019 15:41

"გორის დღე 2019" გოგებაშვილის ქუჩაზე გაიმართება

Rate this item
(0 votes)

"გორის დღე 2019" ახლადრეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რამაზ შიოშვილმა მიაწოდა.

"თითქმის იგივე სტილში იქნება, როგორიც წინა წელს იყო, მცირედ სიახლეებს თუ არ ჩავთვლით. ღონისძიებებს ერთი დღე დაეთმობა. "გორის დღე 2019" 12 ოქტომბერს გაიმართება. გასართობი ატრაქციონები, რომლებიც გასულ წელს სტალინის ქუჩაზე იყო განთავსებული, ამჯერად გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსდება. ამავე ქუჩაზე გაიმართება გალა-კონცერტი. ცენტრალური გზა იქნება გახსნილი, მთავარი შესასვლელი იქნება კირიონ მეორის ქუჩიდან. მეორე დღეს დაგეგმილია ქორეოგრაფიული ფესტივალი, რომელიც ცალკე ტარდება და გორის სახალხო დღესასწაულთან კავშირში არ არის", - გვითხრა რამაზ შიოშილმა.

Read 1688 times