Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019 15:12

გორში, სპორტის კვირეულის ფარგლებში, გარბენი გაიმართება

Rate this item
(0 votes)

28 სექტემბერს, გორში, სპორტის კვირეულის ფარგლებში, გარბენი გაიმართება.

შეჯიბრში მონაწილეობის სურვილი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

მსურველების რეგისტრაცია კულტურისა და დასვენების პარკ "ახალბაღში" 17:00 საათზე, გარბენი კი - 18:00 საათზე დაიწყება.

გარბენის მონაწილეები 5 კილომეტრამდე მანძილის დაფარვას "ახალბაღიდან" გურამიშვილის, თამარ მეფის, სტალინის, ფარნავაზისა და აღმაშენებლის ქუჩების გავლით შეეცდებიან.

გარდა მარათონისა, ევროპის კვირეული გორში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებებით, 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გამარჯვებულები მოპოვებული საპრიზო ადგილების გათვალისწინებით 300, 200 და 100 ლარით დასაჩუქრდებიან.

ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით ტარდება.

საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს გასულ წელს შეუერთდა.

Read 351 times