Back to Top
სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019 13:29

კარალეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან ნაგავი ტექნიკის მოუცლელობის გამო ვერ გაიტანეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის ერთ - ერთ ოთახში ნაგავი ყრია.

როგორც მერის რწმუნებულმა თქვა შენობას რემონტი ჩაუტარდა და ამ ოთახში სწორედ ეს მასალები განათავსეს, მისივე თქმით კეთილმოწყობის სამსახური საქმის კურსშია და ელოდებიან მათგან რეაგირებას.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმწოყობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ბაჩანა გვიანიშვილის თქმით, პრობლემის აღმოფხვრა ტექნიკის მოუცლელობის გამო ამ დრომდე ვერ მოხდა.

"პრობლემის შესახებ ვიცით, ტექნიკას არ ეცალა აქამდე და ვერ მოვახერხეთ დასუფთავება. ხვალ ან ზეგ მივა ჩვენი სამსახური და მოაგვარებს პრობლემას", - თქვა ბაჩანა გვიანიშვილმა

Read 713 times Last modified on სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019 13:38