გორში,საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე,მოქალაქეთა ნაწილი არ შეუშვეს

სექტემბერი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში განიხილეს.

ცვლილებები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. პარლამენტარები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ შეხედულებებსა და პოზიციებს გორელებს აცნობდნენ, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი დღეს დარბაზის მიღმა აღმოჩნდა.

უნივერსიტეტის წინ შეკრებილთა უმრავლესობას მოძრაობის "სირცხვილია" წევრები შეადგენდნენ. მათი ინფორმაციით, გარეთ დარჩენის მიზეზი, როგორც მათ განუმარტეს, დარბაზში არასაკმარისი ადგილები იყო. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გორის შემდეგ,სხვა ქალაქებშიც მოეწყობა. 

Read 439 times Last modified on Last modified on სექტემბერი 22 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი