Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 21 სექტემბერი 2019 12:06

ახალდაბის სკოლის მასწავლებელი გერმანული ენის საუკეთესო პედაგოგთა ხუთეულშია

Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მასწავლებელი გერმანული ენის საუკეთესო პედაგოგთა ხუთეულშია.

ანი შატაკიშვილი, საქართველოს მასშტაბით, გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებლების ხუთეულში მოხვდა.

"ჩვენი მუნიციპალიტეტის საუკეთესო გერმანული ენის მასწავლებლის ხუთეულში ანი შატაკიშვილი მოხვდა. ეს პედაგოგი ახალდაბის სკოლაში ასწავლის გერმანულს", - თქვა ნანა ტერმაკოზაშვილმა

ფინალში მოხვედრილი გერმანული ენის 5 მასწავლებლიდან გამარჯვებულის ვინაობა თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

კონკურსის ინიციატორია კოალიცია „განათლება ყველასათვის საქართველო“ და ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით.
Read 1891 times Last modified on შაბათი, 21 სექტემბერი 2019 12:14