ატენის გზაზე სამუშაოების დასრულება გორის მერიაზეა დამოკიდებული

სექტემბერი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების დრო გორის მერიაზეა დამოკიდებული, - ამ განცხადებას რადიო "მოზაიკასთან" საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი აკეთებს.

უწყების ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება ატენის გზაზე წყალგაყვანილობის პროექტს ახორციელებს, რაც აფერხებს გზაზე გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებას.

"დარჩენილია 2 კმ. სოფელ ატენთან. აქ გორის მერია წყლის დებეტის მოსაწესრიგებლად, გარკვეულ სამუშაოებს აწარმოებს და ჩვენ დაგებულ გზას ისევ ხომ არ გადათხრიან. ამიტომ უნდა დაასრულონ სამუშაოები და შემდეგ ჩვენც მივიყვანთ ბოლომდე საგზაო ინფრასტრუქტურას ხიდისთავი-ატენი-ბოშურის მონაკვეთზე", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ატენის გზაზე სასწმელი წყლის მიწოდების პრობლემაზე სახელმწიფო აუდიტის პირველად ანგარიშშიცაა საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოების არასათანადო კონტროლისა და განხორციელების შედეგად, გორის მერიამ ატენში წყლის პრობლემა ვერ მოაგვარა და ბიუჯეტი 220 000 ლარით აზარალა.

რაც შეეხება საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტს, ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზაზე სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და ამ დრომდე დასრულების ვადა რამდენჯერმე გადაიდო. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვადებზე საუბრისას, უკვე გორის მერიის მიერ დაწყებულ სამუშაოებს ახსენებს და აცხადებს, რომ 6 155 000-ლარიანი პროექტის დასრულება მხოლოდ გორის მერიის მიერ, წყალმომარაგების სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. 

Read 282 times Last modified on Last modified on სექტემბერი 20 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი