მამუკა ხაზარაძე: რაზმაძეების სახლი მზად არის და მზად ვართ ნებისმიერ დროს გადავცეთ 

სექტემბერი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მამუკა ხაზარაძე რაზმაძეებისთვის გადასაცემი კოტეჯის ფოტოს ავრცელებს.

გივი რაზმაძის სახლი გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის მიღმა მოჰყვა, ხაზარაძის თქმით მისთვის სახლის გადაცემის გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღო: 

"საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ამა წლის 16 აგვისტოს სოფელ გუგუთიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გამყოფი ხაზის გადმოწევის შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლის გივი რაზმაძის სახლი მოყვა მავთულხლართების მეორე მხარეს. მე და ჩემი მეგობრები ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დავუკავშირდით ბატონ გივის და პირობა მივეცით, რომ ზუსტად ერთი თვის თავზე საცხოვრებელი სახლი მზად იქნებოდა და მას გადაეცემოდა საჩუქრად. რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია რაზმაძეების ოჯახთან. სახლი მზად არის და შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავაგზავნოთ მითითებულ მისამართზე", - წერს მამუკა ხაზარაძე. 

Read 311 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი