გივი რაზმაძე: არ ვიცი, ხაზარაძის დახმარებაზე ფართს მერია თუ გამომიყოფს

სექტემბერი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
პირი, რომელმაც გუგუტიანთკარში საკუთარი სახლი თავად დაშალა, მამუკა ხაზარაძისგან დახმარებას ელოდება.
გივი რაზმაძე ამბობს, რომ რადიო "მოზხაიკას" მომზადებული მასალის შემდეგ, მას ბიზნესმენის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაუკავშირდა, რომელმაც კოტეჯის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"დღეს დამიკავშირდნენ ხაზარაძის წარმომადგენლები. მითხრეს, რომ კოტეჯი მზად არის. სად ჩავდგა, არ ვიცი. ხაზარაძის დახმარებაზე მერია თუ ფართს გამომიყოფს, არ ვიცი. ადგილი შერჩეული მაქვს. ძველი პოლიციის შენობასთან არის ფართი, სადაც მინდა რომ ჩავდგა ეს კოტეჯი. უახლოეს დღეებში მოვიკითხავ მერიაში ფართთან დაკავშირებულ საკითხს", - ამბობს გივი რაზმაძე.
რადიო "მოზაიკა" ასევე დაუკავშირდა მამუკა ხაზარაძის პრესსამსახურს. მისი ინფორამაციით აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური მოძრაობა ოფიციალურ განცხადებას ცოტა ხანში გააკეთებს.
 
 
 
Read 207 times Last modified on Last modified on სექტემბერი 19 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი