Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019 12:15

ქვახვრელში სპორტ-დარბაზის რეაბილიტაციაზე 25 045 ლარი დაიხარჯა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სპორტულ დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

25 045 ლარი, რომელიც დარბაზის რეაბილიტაციისათვის დაიხარჯა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, - მის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

"დარბაზის შენობაში ჩატარდა სარემონტაჟო, სანტექნიკური, ელქტროობის, გათბობის მოწყობისა და სამშენებლო სამუშაოები. სპორტულ დარბაზში სამუშაოები შპს „მოურავმა“ შეასრულა", - აცხადებენ მერიაში.

ამავე უწყების ცნობით, 2019 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, საზოგადოების მიერ ინიცირებული 2 800 000 ლარის ღირებულების 93 პროექტი ხორციელდება.

Read 413 times