Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019 22:08

გარეჯვარში მიტოვებულ ძაღლს სააგენტო გააჩუქებს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში მიტოვებული ძაღლი სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტომ წამოიყვანა.

"პატარა გარეჯვრიდან სააგენტოში შემოვიდა ზარი, რომ ეს ულამაზესი ძაღლი დარბოდა გარეთ. ჩვენი თანამშრომლები გავიდნენ გამოძახებაზე და წამოიყვანეს ეს საყვარელი არსება. როგორც ადგილზე გვითხრეს, ცუგა პატრონებს მიუტოვებიათ. ვეძებთ ახალ პატრონს გავაჩუქებთ მხოლოდ მზრუნველ ადამიანზე ვინც მიხედავს და ეყვარება", - აცხადებენ სააგენტოში.

როგორც ცნობილია, ძაღლი სტერლიზაციის გაკეთების შემდეგ გაჩუქდება.

Read 595 times