"ერთად ერთის წინააღმდეგ" - გორში აქცია გაიმართა

სექტემბერი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, კინოთეატრ "გამარჯვებასთან აქცია სახელწოდებით "სირცხვილია - ერთად ერთის წინააღმდეგ" გაიმართა.

როგორც ორგანიზატორები ამბობდნენ, აქციის მიზანია მხარი დაუჭირონ 20 სექტემბრის აქციას და გორიდან კიდევ ერთხელ უთხრან დღევანდელ მთავრობას, რომ "სირცხვილია".

"20 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში და მასობრივი პროტესტით დაუპირისპირდებიან პრორუსულ ძალებს და სახელმწიფო პოლიტიკას, მანამდე საქართველოს დიდ ქალაქებში ტარდება აქციები, რომლითაც კიდევ ერთხელ ვეტყვით მთავრობას, რომ სირცხვილია", - აცხადებენ ორგანიზატორები.

სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ამბობს, რომ ოკუპაციის თემა და "გავრილოვის ღამე" თითოეულ ადამიანს ეხება, სწორედ ამიტომ აუცილებლად გავა 20 სექტემბრის აქციაზე.

"გიორგი გახარიას გადადგომის ნაცვლად, ის პრემიერ-მინისტრად დაგვისვეს. გავრილოვის ღამეს აქციის მშვიდობიანი მონაწილეები დაშავდნენ, ადამიანებმა დაკარგეს თვალი და ამ ყველაფრის შემოქმედი, გადადგომის ნაცვლად, დააწინაურეს. გორიდანაც ვამბობთ, რომ სირცხვილია", - ამბობს თეონა ფანქველაშვილი.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა წიქარიძის თქმით, გახარიას დანიშვნით, მთავრობამ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის სრული იგნორირება მოახდინა.

"20 სექტემბერს იგეგმება მასშტაბური აქცია თბილისში, პარლამენტის წინ და მანამდე, იმის საჩვენებლად, რომ სირცხვილია, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა და რა ქმედებებსაც აგრძელებს, საქართველოს მასშტაბით, ცენტრალურ ქალაქებში იმართება აქციები, რომლითავ ვამბობთ, რომ ის, რაც 20 ივნისს თბილისში მოხდა და ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯები, მთლიანად ქვეყნის მოსახლეობისთვის მიუღებელია და ჩვენ შევუერთდებით 20 სექტემბრის აქვიას", - ამბობს ნიკა წიქარიძე.

აქციას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Read 299 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი