Print this page

მიხეილ სააკაშვილს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები უკრაინაში შეხვდნენ

სექტემბერი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ძლიერი გორი" წარმომადგენლები საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილთან ვასილისაჯაბახიძემ და ბექა ქორჩილავამ  პოლიტიკურ - საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების როლი განიხილეს.

მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული ფოტოები არაფორმალურ გარემოში საკრებულოს წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

საკრებულოს აღნიშნული წევრები არ აკონკრეტებენ რა მიზანს ემსახურება 4 ადგილობრივ თანაპარტიელტან ერთად ოდესაში ჩასვლის აუცილებლობა და რა რესურსით გაემგზავრნენ ისინი უკრაინაში. ბექა ქორჩილავა და ვასილისაჯაბახიძე აცხადებენ, რომ ვიზიტი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

"პროექტ ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის ფარგლებში ვიყავით წამოსული უკრაინაში, როგორც პროექტის მონაწილეები. პროექტის ფარგლებში შევხვდით უკრაინელ პოლიტიკოსებს, რამოდენიმე ქალაქში გაგვიზიარეს მათი გამოცდილება. გორიდან ექვსი მონაწილე ვიყავით," - აღნიშნავენ გორის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

Read 1864 times Last modified on Last modified on სექტემბერი 17 2019