Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019 15:36

გორის უნივერსიტეტმა ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა 

Rate this item
(0 votes)

სამი ფერეიდნელი ქართველი, შაჰრამ ონიკიძე, ომიდ გოგონანი და ისმაილ რაჰიმი სამშობლოში ფეხით ჩამოვიდნენ. 11 აგვისტოდან დღემდე, ისინი საქართველოსკენ ფეხით 31 დღის განმავლობაში  მოემართებოდნენ.

"ჩვენი სამშობლო აქ არის, აქ ჩვენი ფესვებია და ჩვენ ქართველები ვართ. გადავწყვიტეთ, რომ ფერეიდანიდან ფეხით წამოვსულიყავით. ჩემი ოჯახი, ცოლ - შვილი იქ მყავს და როცა უკან ვბრუნდები, ჩემი გული აქ რჩება", - ამბობს ომიდ გოგონანი.  

სამ ფერეიდნელს შეხვედრა გორის უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის დარბაზში მოუწყვეს. უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის თქმით, მათი ჩამოსვლა ეროვნული ცნობიერების ხელახალი დაბადებაა. 

"მთელი საქართველოს ყურადღება იყო მიპყრობილი სამი გმირი ფერეიდნელი ქართველის მიმართ, რომლებმაც გადაწყვიტეს ფეხით ჩამოსულიყვნენ საქართველოში. მათ თავიანთი შინაგანი ცნობიერება და ქართველობა დღემდე შენარჩუნებული აქვთ. მათ გაირეს ის ისტორიული გზა, რომელიც 400 წლის წინ მათმა წინაპრებმა გაიარე", ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს მათ", - აღნიშნა გიორგი სოსაშვილმა

ფერეიდნელ სტუმრებს შეხვედრის მიმდინარეობისას, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით ახლოურმა მადლობის სიგელები გადასცა. 

Read 507 times Last modified on სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019 15:50