Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019 11:46

ქვახვრელში სასწავლო პროცესი საბავშო ბაღის ახალ შენობაში დაიწყო

Rate this item
(0 votes)

ქვახვრელში სასწავლო პროცესი საბავშო ბაღის ახალ შენობაში დაიწყო.

ბაღი გორის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საზეიმო ვითარებაში გახსნა.

ამ დრომდე, სააღმზრდელო პროცესი, 2 სასწავლო წლის განმავლობაში, დაქირავებულ კერძო სახლში მიმდინარეობდა.

იმისათვის, რომ ბაღის აღსაზრდელებს შესაბამის პირობებში მიეღოთ სკოლამდელი განათლება, გამოთავისუფლდა ადმინისტრაციულ შენობის სრული ფართი.

რეაბილიტირდა შენობა, შეიცვალა ძველი ელექტრო, საკანალიზაციო და წყლის სისტემა, მოეწყო სველი წერტილები და ჩატარდა სარემონტო სამუშაობი.

ბაგა-ბაღის რეაბილიტაციისათვის გორის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 449 ლარი დაიხარჯა.

დღეისათვის, ქვახვრელის ბაღში სამ ჯგუფი ფუნქციონირებს და 86 აღსაზრდელი ირიცხება.

Read 469 times