50 000 ლარი ნიკოლოზ დგებუაძემ "ქართულ ოცნებას" მიმდინარე წლის ივლისის თვეში შესწირა.
27 წლის ნიკოლოზ დგებუაძე, საჯარო რეესტრში, 2013 წლიდან ფიქსირდება, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეს ფლობს.
აღნიშნულის გარდა, მიმდინარე წელს გორელებმა პარტიას ჯამში 205 000 ლარი შესწირეს.