გორის ბაღების სააგენტოს მთავარი ბუღალტრის შვილმა ოცნებას 50 000 ლარი შესწირა

სექტემბერი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მთავარი ბუღალტრის, ალექსანდრე დგებუაძის შვილმა, ნიკოლოზ დგებუაძემ პარტია "ქართულ ოცნება" 50 000 ლარი შესწირა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტისგან ირკვევა.
50 000 ლარი ნიკოლოზ დგებუაძემ "ქართულ ოცნებას" მიმდინარე წლის ივლისის თვეში შესწირა.
27 წლის ნიკოლოზ დგებუაძე, საჯარო რეესტრში, 2013 წლიდან ფიქსირდება, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეს ფლობს.
აღნიშნულის გარდა, მიმდინარე წელს გორელებმა პარტიას ჯამში 205 000 ლარი შესწირეს.
Read 1433 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი