Print this page

ნიქოზის საბავშვო ბაღის გაფართოებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

სექტემბერი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ნიქოზის საბავშვო ბაღისთვის დამატებითი ფართის მიშენებისთვის ტენდერი მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გამოაცხადა, თუმცა წინადადებების მიღების ვადა ისე ამოუწურა, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა კომპანიამ გამოთქვა.

სატენდერო პირობების მიხედვით, დამატებით ფართში უნდა განთავსდეს სათამაშო ოთახი, მინი სამზარეულო და საპირფარეშო. ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სივრცე, სანიტარული კვანძი და მედ. პუნქტი.

სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას 170 155 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ინფორმაციისთვის, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდა. ნიქოზის საბავშვო ბაღისთვის დამატებითი ფართის მიშენების მიზნით, ხელახალი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

ამავე თემაზე: ნიქოზის საბავშვო ბაღის გაფართოებისთვის 170 155 ლარის დახარჯვა იგეგმება

Read 202 times