გორის საკრებულოს თავმჯდომარის შვილმა "ქართულ ოცნებას" 5000 ლარი შესწირა

სექტემბერი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შვილმა მიმდინარე წლის ივლისის თვეში მმართველი გუნდის პარტიას 5000 ლარი შესწირა.

სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით, პიროვნების მისამართი, რომლის პირადი ნომერი გადარიცხვის ოპერაციაში ფიქსირდება, საკრებულოს თავმდჯომარის საცხოვრებელ სახლს ემთხვევა, თუმცა დავით რაზმაძეს 2013 წლიდან (მას შემდეგ რაც ქონებრივი დეკლარაციების შევსებას კანონი ავალდებულებს, როგორც პოლიტიკურ თანამდებობის პირს) დღემდე ქონებრივ დეკლარაციაში შვილი და მისი სამეწარმეო საქმიანობით თუ სხვა მხრიდან მიღებული შემოსავლები არ აქვს მითითებული.

ლერი რაზმაძე საჯარო რეესტრში 2012 წლიდან დღემდე 8 კომპანიის წარმომადგენლად ფიქსირდება, აქედან 5 ის დირექტორია, დანარჩენ 3-ში კი წილებს ფლობს.

ჰმამა

შვილი და მასთან დაკავშირებული მონაცემები დავით რაზმაძეს არც წელს შევსებულ დეკლარაციაში აქვს ნახსენები, მაშინ, როდესაც ცესკოს მონაცემებით, მამა-შვილი ერთი და იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულები.

Read 467 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი