რატომ არის გაზრდილი გორის მერიაში რესურსების დაკარგვის რისკები? - აუდიტის პასუხი

სექტემბერი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მნიშვნელოვნად არის გაზრდლი აქტივების და სხვა რესურსების დაკარგვის, დაზიანების, არამართლზომიერი გამოყენების ან მართვის რისკები, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის პირველადი ანგარიშიდან ირკვევა.
აღნიშნულ რისკებზე აუდიტის სამსახური იქიდან გამომდინარე მსჯელობს, რომ გორის მუნიციპალიტეტს 2018 წლის განმავლობაში სავალდებულო ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებია.
"გამოვლენილი გარემოების შედეგად, დარღვეულია ფინანსთა მინისტრის ბრძანების მოთხოვნები. გორის მერიას სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული მატერიალური მარაგების, ასევე მცირეფასიანი აქტივების მოძრაობაზე", - ნათქვამია აუდიტის წინასწარ ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ მერიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აუდიტისადმი მიწერილ წერილში, რომელშიც უწყების შენიშვებია მოცემული, არაფერი წერია.
Read 182 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი