Print this page

რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდაცვლილის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

სექტემბერი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში მცხოვრებ ოჯახს, რომელიც 2015 წლიდან მარჩენალდაკარგულად ითვლება, სოციალური დახმარება მოუხსნეს.

ქვრივისთვის, რომელიც 4 წელია 2 მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის, გაუგებარია, რატომ ჩათვალა სახელმწიფომ რომ მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა. როგორ ის ამბობს,  ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია.

ინგა ჩოჩნიძეს თქმით, გორის მერიას დასახმარებლად საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის გამოც მიმართეს, თუმცა მისივე თქმით, 3 თვეა, დახმარებას უშედეგოდ ელოდება.

"ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ძალიან რთულ ვითარებაში ვცხოვრობ. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და ფიზიკურად მუშაობა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შემიძლია. სახლი, სადაც ვცხოვრობთ, შერემონტებას საჭიროებს, რადგან წვიმის დროს წყალი ჩამოდის და კედლები ნესტიანდება. ამაზე გორის მერიას მივმართე, მაგრამ ამ დრომდე არანაირი დახმარება არ მიმიღია. არ ვიცი, რატომ ჩათვალეს, რომ აღარ მეკუთვნის სოციალური დახმარება, ან რა მიიჩნიეს ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებად, როცა ასეთ პირობებში ვცხოვრობთ", - ამბობს გარდაცვლილი მებძროლის მეუღლე ინგა ჩოჩნიძე.

თამაზ სუხიაშვილი 2015 წლის იანვარში უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში გარდაიცვალა. ქართული შეიარაღებული ძალებიდან დონეცკში ის სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა. გარდაცვლილი მებრძოლის ქვრივი კი ამბობს, რომ ნაცვლად ყურადღებისა, ხელისუფლებამ ობლად დარჩენილ მის შვილებს სოციალური შემწეობა შეუწყვიტა.

Read 483 times