Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 16 სექტემბერი 2019 13:23

გორის მერიის პასუხი აუდიტს ა(ა)იპ-ებში "გაბერილ" შტატებზე

Rate this item
(0 votes)

სახელმწიფო აუდიტის წინასწარ ანგარიშში მითითებულ შენიშვნას, რომლის მიხედვით, გორის მერიის ზოგიერთ ა(ა)იპ-ს უფუნქციო თანამშრომლები ჰყავს, უწყება პასუხობს.


ამავე თემაზე: გორის მერიის ზოგიერთ ა(ა)იპ-ს უფუნქციო თანამშრომლები ჰყავს

ამავე თემაზე: სამუშაო ადგილები გორის მერიაში, რომლებიც აქამდე არ იცოდით

გორის მერია წერილში, რომელიც აუდიტს 12 სექტემბერს გაეგზვნა, საუბრობს მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბ "გორში" ინსპექტირების სპეციალისტის პოზიციაზე და სპორტის განვითარების სააგენტოში აუდიტის სპეციალისტზე. 

მერიის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ "გორში" დასაქმებული ინსპექტირების სპეციალისტი აქტიურად არის ჩართული სკოლის ყველანაირ სამშენებლო სამუშაოებში.

"მისი ზედამხედველობით და უშუალოდ მონაწილეობით კეთდეოდა და ამჟამადაც კეთდება სტადიონის განათების სარემონტო სამუშაოები", - ვკითხულობთ მერიის წერილში.

დანარჩენ შემთხვევებში, რა საჭიროა მაგალითად, წერილების გადამტანი კურიერი ან/და რესტორნების და სასტუმროების ელექტრონული ბაზის შემქმნელი, მერიას პასუხი არ აქვს.

Read 508 times